არ ვიცი ვინ დაჭრა, ვერ გეტყვით,“ – ეს განცხადება კერძო სკოლა „ოქროს აკვანის“ დირექტორმა, მაია მიქაძემ მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის სკვერში 15 წლის მოზარდის დაჭრასთან დაკავშირებით გააკეთა. მოზარდი კერძო სკოლაში „ოქროს აკვანი“ სექტემბრიდან დადის, მანამდე კი ის 117-ე სკოლაში სწავლობდა და ახალი სასწავლო წლიდან კერძო სკოლაში გააგრძელა სწავლა.
დირექტორის თქმით, მოზარდს კონფლიქტი არავისთან ჰქონია და დღეს გაკვეთილებს ესწრებოდა.
„იყო აბსოლუტურად უკონფლიქტო და მშვიდი და კარგი ბავშვი და ისიც არ ვიცი, როგორ არის,“ – განაცხადა მაია მიქაძემ.
დირექტორის თქმით, მას სამართალდამცავები დაუკავშირდნენ და ახლა ინგოროყვას კლინიკაში მიდის, სადაც მოსწავლეს გადაუდებელი ოპერაცია უტარდება. ექიმის თქმით, მოზარდს 4-5 ჭრილობა აქვს მიყენებული გულ-მკერდისა და წელის არეში.
15 წლის მოზარდის დაჭრის ფაქტზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო.
შემთხვევა რუსთაველის გამზირზე, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის სკვერში რამდენიმე საათის წინ მოხდა.
rusatvi2.ge