„მანჩესტერ სიტის“ სავარჯიშო მოედანზე პოლიციამ 1 პირი დააკავა. აღნიშნულ ინფორმაციას EUROSPORT ავრცელებს.
გავრცელებული ცნობით, დაკავებული ინგლისური გუნდის ფეხბურთელის მიმართ სიძულვილის ნიადაგზე დანაშაულის ჩადენაშია ეჭვმიტანილი.
„რასიზმის ადგილი ცივილიზებულ საზოგადოებაში არ არის“, _ განაცხადა დეტექტივმა ინსპერქტიორმა პოლ უოკერმა.
მაუწყებლის ინფორმაციით, საფეხბურთო კლუბს კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.