ზოგჯერ მღელვარების დროს გული ისე აჩქარებით გვიცემს, ლამის საგულედან ამოვარდეს – ნორმალური მოვლენაა. მაგრამ თუ გულის
აჩქარების მიზეზის გავლის შემდეგ უსიამოვნო შეგრძნება გრძელდება, საჭიროა ექიმს მიმართოთ, რათა გაიგოთ, არითმია ხომ არ გაქვთ. არსებობს არითმიის რამდენიმე ტიპი. ზოგიერთი უსაფრთხოა და ჯანმრთელ ადამიანსაც აქვს.
თუ ჩვეულებრივ მდგომარეობაში იგრძნობთ საერთო სისუსტეს, თავბრუსხვევას, მკერდში ტკივილს ან ხუთვას, სუნთქავთ აჩქარებულად და გაქვთ გულის წასვლის შეგრძნება, სპეციალისტები გვირჩევენ, მივმართოთ ექიმ-კარდიოლოგს. ექიმის დანიშნულებასთან ერთად, ავადმყოფმა უნდა ისწავლოს ჯანმრთელი ცხოვრება: არ გაეკაროს ალკოჰოლს, სიგარეტს, ყავას…
ფიზიკური დატვირთვისას უნდა დავიცვათ ზომიერება, რაც მთავარია, დავიცვათ სწორი კვების რეჟიმი.
გულს ძალიან უყვარს ხილ-ბოსტნეული, განსაკუთრებით კალიუმითა და მაგნიუმით მდიდარი ბანანი, აირღუმელში შემწვარი კარტოფილი.
ექიმის დანიშნულებისა და კონსულტაციის გარეშე თავი შეიკავეთ ფიტოთერაპიისგან, რადგან ზოგს კატაბალახა შველის, ზოგს – კუნელი.
და რაც მთავარია, თავი აარიდეთ სტრესს, აღელვებას, ნერვიულობას; შეეცადეთ, მშვიდად შეხვდეთ უსიამოვნო ამბავს. გული ხომ ერთია!