პირველი ნაოჭის გაჩენისთანავე ქალები მის გასაქრობად ზრუნვას იწყებენ. ყიდულობენ ძვირად ღირებულ სახის კანის გასაახალგაზრდავებელ კრემებსა და ნიღბებს, თუმცა ბევრმა არ იცის, რომ ნაოჭებთან ბრძოლა ჯანსაღი კვებით უნდა დაიწყოს.
ამერიკელი ბიოლოგები და დიეტოლოგები დაახლოებით 35 წლის ქალებზე ორი წლის განმავლობაში ატარებდნენ ცდებს. ცდისპირები ორ ჯგუფად გაყვეს. პირველ ჯგუფს კვებავდნენ ბრინჯითა და რძის ნაწარმით, მეორეს კი მხოლოდ ნახშირწყლები შეუმცირეს და ჩვეულებრივად კვებავდნენ.
საოცარია, მაგრამ პირველი ჯგუფის ქალების 90%-ს საგრძნობლად შეუმცირდა ღრმა ნაოჭების რაოდენობა, ხოლო წვრილი ნაოჭები თვალისა და ტუჩის გარშემო, საერთოდ გაქრა. აღმოჩნდა, რომ ბრინჯისა და რძის პროდუქტების დიეტა 30-40%-ით ზრდის კანის ელასტიკურობასა და სიმკვრივეს.
ასე რომ, ორმოც წელს გადაცილებულო ქალბატონებო, გაითვალისწინეთ ამერიკელი ექიმი-დიეტოლოგებისა და მეცნიერების რჩევა – თუ გსურთ შეინარჩუნოთ ახალგაზრდული კანი და დიდხანს იცხოვროთ ნაოჭების გარეშე, მიეძალეთ ბრინჯსა და რძის პროდუქტებს.