სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა, კახა კახიშვილმა პარლამენტში საპროცედურო საკითხთა და წესების, იურიდიულ საკითხთა, თავდაცვისა და უშიშროების, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, რომ “გათავისუფლებისთვის მოსამზადებელი”დაწესებულების პატიმრები უქმე დღეებში ციხეს დატოვებენ
„2018 წლიდან 1-ლი იანვრიდან ჩვენ ვხსნით „გათავისუფლებისთვის მომზადების დაწესებულებას“, სადაც იმ პირებს გადაიყვანენ, რომლებსაც კალენდარულ გათავისუფლებამდე დარჩათ 1 წელი დარჩათ. გარდა ამისა, ამ დაწესებულებიდან მოხდება მსჯავრდებულების გათავისუფლება ყოველდღიურ რეჟიმში, თუ იპოვნიან მუდმივ სამუშაო ადგილს ან ივლიან სასწავლებელში. ბუნებრივია, ექნებათ საშულება, დატოვონ დაწესებულება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უქმე და სადღესასწაულო დღეებში. ყველა მსჯავრდებულს, რომელიც დაბალი რისკის მქონე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფება, საშუალება ექნება დისტანციურად მიიღოს უმაღლესი განათლება“, _ აღნიშნა კახიშვილმა.