სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ცხენის ხორცის უკანონო რეალიზაციის ათზე მეტი შემთხვევა გამოავლინეს. კვლევის შედეგად გამოვლინდა 12 დარღვევა, კერძოდ, სურსათის ეტიკეტზე მითითებული იყო საქონლის ან ღორის ხორცი და შემადგენლობაში აღმოჩნდა ცხენის, ხოლო ერთ შემთხვევაში – ვირის ხორცი. გამოვლენილი დარღვევების გამო, ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ. მათ საეჭვოდ მიჩნეული სურსათის ბაზრიდან გამოთხოვა დაევალათ.
გთავაზობთ ობიექტების ჩამონათვალს თბილისსა და რეგიონებში, სადაც ცხენისა და ვირის ხორცი აღმოჩნდა.
თბილისი
შპს „იბერია“ _ საქონლის ხორცის „ბასტურმა“;
შპს „ნავთლუღის სავაჭრო შემსყიდველი საწარმო“ – საქონლის ხორცის ბასტურმა;
ი/მ ოთარ ხარშილაძე, ახმეტელის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე სასადილო – კატლეტი;
შპს „იმედი 2012“, საცალო ვაჭრობის პუნქტი, გლდანის მე-8 მიკრორაიონი, მე-9 კორპუსი – გაყინული ქაბაბი;
შპს „გემო ნახე“, სამგორის ზედა ამოსასვლელი – გაყინული გუფთა;
რეგიონები
შპს „მეგა“, მარკეტი ბათუმში, ანგისის ქ. 2 – გაყინული ქაბაბი;
ი/მ თეიმურაზ ნიაზაშვილი, გორი, შინდისის გზატკეცილი 7 – გაყინული ხინკალი;
კაფე-ბარი „ჩვენებურები“, ბათუმი, მაიაკოვსკის 1 – ფარში (კოტლეტი);
აგრარული ბაზარი, ბათუმი, ი/მ ბაკური – ფარში;
მარკეტი ქარელი, სტალინის ქ. 40 – ხინკალი „რაჭა“;
სასადილო „მაკრატელა“ ქარელი, ნინოშვილის ქ. 22 – საქონლის ხორცის „ოსტრი“.
კვლევის შედეგად, ვირის ხორცი ერთ ობიექტში აღმოჩნდა.
კერძოდ, შიდა ქართლში, ი/მ,,შალვა არჩვაძის” საზკვების ობიექტში გასაყიდად გამოტანილ „ოსტრში“.