რამდენიმე წუთის წინ საგზაო შემთხვევა მოხდა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიანში, რის შედეგადაც ამავე სოფლის არასრული საჯარო სკოლის 15 წლის მოსწავლე დ.ა. მძიმედ დაშავდა.
თვითმხილველთა თქმით, ცენტრალური ავტომაგისტრალის ქვიანის მონაკვეთზე მძიმეწონიან მანქანას საბურავი მოძვრა და 15 წლის მოზარდს დაეჯახა. დაშავებული ამ დროისთვის ლანჩხუთის „მედალფას“ კლინიკაშია გადაყვანილი. ექიმების შეფასებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით.