ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიანში ტრაგედია მოხდა. თვითმხილველების თქმით, გზაზე მიმავალ სატვირთო მანქანას საბურავი მოძვრა და იქვე მყოფ 15 წლის მოზარს მოხვდა.
მოზარდი მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება უკვე დაიწყო.