ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ერთ წელიწადში საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი 652 მილიონი დოლარით გაიზარდა. თუ 2016 წლის 31 ნოემბრისთვის ვალის მოცულობა 4,411 მილიარდ დოლარს შეადგენდა, 2017 წლის 31 ნოემბრისთვის მაჩვენებელმა 5,063 მილიარდ დოლარს მიაღწია. შესაბამისად, 12 თვეში ვალი თითქმის 15 პროცენტით არის მომატებული. საგარეო ვალი, ძირითადად, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების მიმართ გაიზარდა, მათ შორის, მსოფლიო ბანკის, აზიის განვითარების ბანკისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის წინაშე. დაფინანსება კი ინფრასტრუქტურულ პროექტებს ხმარდება.
ეკონომისტი ემზარ ჯგერნაია ,,გურია ნიუსთან“ საუბრისას აცახდებს, რომ ქვეყნის საგარეო ვალი ყოველწლიაურად იზრდება, რომლის გასტუმრების ხარჯები ხელისუფელებას არ გააჩნია. ჯგერნაიას თქმით, საქართველოში ეკონომიკის განვითარებას და დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას მეტი ყურადღება უნდა მიექცეს.
,, ვალი ორ განსხვავებულ კატეგორიად იყოფა. ერთი, რომელიც ხმარდება ინფრასტრუქტურულ პროექტებს და ბიზნესს, რაც აუცილებელია ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის და მეორე, როცა ვალი ხმარდება, მომხმარებელეს, ბიუჯეტსა და სოციალურ ხარჯებს. მინდა გითხრათ, რომ საგარეო ვალი თაობათა სიმძიმეს წარმოადგენს, თუმცა მას ქვეყნები იღებენ იმის გამო, რომ ქვეყნის ეკონომიკა განვითარდეს და უწრო წარმატებულები გახდნენ. მოგეხსენებათ, ხელისუფლებათა ცვლის პერიოდში, საქართველოს უამრავი საგარეო ვალი დაუგროვდა, რომელის გასტუმრების სახსრები ერთ ხელისუფლებას არ გააჩნია. მინდა გითხრათ, რომ სახელმწიფოსთვის ეკონომიკის განვითარება უპირევლესი ამოცანა უნდა იყოს, თუ სამუშაო ადგილები არ შეიქმნა და ხალხი არ დასაქმდა ავერც ვალის გასტუმრებას ეშველება რამე და ვერც ქვეყანაში არსებული ეკონომიკური მდგომარეობა გამოსწორდება“ , _ განაცხადა ემზარ ჯგერნაიამ.
შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის მიხედვით, 2018 წლის ბოლოსთვის საგარეო ვალის მოცულობა 14,026 მილიარდი ლარი უნდა იყოს.