2018 წლიდან, ელექტრონულ რეცეპტებზე გადასვლა სავალდებულო გახდება. ფორმა N3 რეცეპტის ქაღალდის მატარებელი ელექტრონული ფორმით შეიცვლება. რეფორმა პირველ ეტაპზე თბილისის მასშტაბით განხორცილედება, ეტაპობრივად კი მთელს საქართველოს მოიცავს“, _ ამის შესახებ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ, კლინიკის წარმომადგენლებთან შეხვდრაზე განაცხადა.უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, პროექტი არის, სელექციური კონტრაქტირების კიდევ ერთი კრიტერიუმი.
„სამინისტრო ხელშეკრულებას გააფორმებს მხოლოდ იმ სამედიცინო დაწესებულებებთან, რომლებიც ელექტრონულ სისტემაში ჩაერთვებიან. პროექტის ფარგლებში ყველა მსხვილი ქსელური ფარმაცევტული კომპანიის და 15-მდე კერძო აფთიაქის წარმომადგენლები გაეცნენ ელ-რეცეპტების სისტემას. ტრენინგი თბილისის მასშტაბით 1000-ზე მეტ ექიმს ჩაუტარდა. შეიქმნა სახელმწიფო ელ-რეცეპტების სისტემის გამოყენების ელექტრონული და ვიდეო ინსტრუქციებიც“, _ განაცხადა დავით სერგეენკომ. ჯანდაცვის სამინისტროს ამ რეფორმას უკვე შეურთდა სამედიცინო კორპორაცია ევექსი.დღეისათვის ელექტრონული რეცეპტების სახელმწიფო სისტემაში თბილისის მასშტაბით 1000-ზე მეტი ექიმი და 500-მდე სააფთიაქო დაწესებულებაა რეგისტრირებული.