პარლამენტში გუშინდელი ინციდენტის შემდეგ პრემიერ-მინისტრს პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღებისკენ მოუწოდებენ ექსპერტები.
ანალიტიკოსების შეფასებით, მთავრობის მეთაურისგან მსგავსი ქმედება სახელმწიფოსთვის საფრთხის შემცველი და დემოკრატიული სისტემასთან შეუთავსებელია.
„კატეგორიულად მიუღებელია როგორც საქართველოს პარლამენტის წევრების, ისე მთავრობის წევრების მხრიდან და საქართველოს პრემიერ-მინისტრის მხრიდან ასეთი ტიპის ქცევა, ასეთ ტონით საუბარი, შეურაცხმყოფელად საუბარი, გინება, ეს არის მიუღებელი ქართული სახელმწიფოსთვის. ჩემი აზრით პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღოს პრემიერ-მინისტრმა ამ საკითხთან დაკავშირებით,“-აცხადებს კოტე ჩოკორაია.
ექსპერტების განცხადებით, გიორგი კვირიკაშვილი ვითარების კონტროლს კარგავს.
„ძალიან სახიფათოა, როდესაც პრემიერ-მინისტრს ანუ ქვეყნის ლიდერს, აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელს, არ შეუძლია საკუთარი ემოციების მართვა. ეს სახიფათოა ქვეყნისთვისაც და პირადად მისთვისაც. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს რომ კვირიკაშვილი არ არის თავის ადგილზე. ის არის კარგი ადამიანი, ემოციური ადამიანი, ღირსებას იცავს მათ შორის გინებითაც, მაგრამ ლიდერები ასეთები არ არიან,“-განაცხადა გია ხუხაშვილმა.
ამავე თემაზე: კვირიკაშვილმა პარლამენტში მელიას აგინა: “შენ ნაბიჭ….. შენ მოგიტ…” (ვიდეო)
“ჯერ ჩვენი ღირსების დაცვა გვავალია და მერე დანარჩენი” _ პრემიერი ბოდიშს იხდის