საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი სულხან სალაძე პარლამენტში გუშინ მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა.
“ასეთი ტიპის განცხადებები პოლიტიკოსისგან აბსოლუტურად მიუღებელია, მითუმეტეს, ეს ადამიანი პრემიერ-მინისტრია.
როგორც ვიცი, მან ბოდიში მოიხადა. დანარჩენი მოვლენების განვითარება რა და როგორ, შეიძლება იყოს ამას დრო გვიჩვენებს”,_ აღნიშნა სალაძემ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, საქართველოს პარლამენტში „ნაციონალურ მოძრაობასთან“ შეხვედრისას პრემიერ-მინისტრსა და ნიკა მელიას შორის დაპირისპირება მოხდა.
მელიამ კვირიკაშვილს უნიათო უწოდა. პრემიერმა კი მას აგინა. მოგვიანებით, გიორგი კვირიკაშვილმა ბოდიში მოიხადა და აღნიშნა, რომ მისთვის მთავარი ღირსების დაცვაა.
ამავე თემაზე: კვირიკაშვილმა პარლამენტში მელიას აგინა: “შენ ნაბიჭ….. შენ მოგიტ…” (ვიდეო)
ჯერ ჩვენი ღირსების დაცვა გვავალია და მერე დანარჩენი” _ პრემიერი ბოდიშს იხდის