აშშ-ში “მადლიერების დღის” აღსანიშნავად სუფრაზე ტრადიციულად ინდაური მიაქვთ.
მიმდინარე წელს ოკეანისგაღმა ახალი ტრადიცია დაინერგა.
სუპერმარკეტებში სადღესასწაულოდ, ვეგეტარიანელებისთვის გასაბერი “შემწვარი ინდაურები” გამოჩნდა, რომელიც, ყველასათვის მოულოდნელად, კარგად გაიყიდა.
შედეგით განსაკუთრებით კმაყოფილი დარჩა “ცხოველთა დაცვის საზოგადოება”.