საპარლამენტო უმარვლესობის წევრი ენძელა მაჭავარიანი სოციალურ ქსელში საქართველოს პარლამენტში გუშინ მომხდარ ინციდენტს ეხმაინება, რა დროსაც ერთმანეთს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი და ენმ-ს წევრი, ნიკა მელია დაუპირისპირდნენ.
“უხ, შენ გენაცვალე”!!! პირდაპირ ზიდანი გამახსენეთ, ბატონო პრემიერო!!!“ _ წერს მაჭავარიანი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე და შემდეგ სტატუსზე კომენტარს _ „ოღონდ ზიდანის “ღირსებამ” მისი გუნდი რა ბედს გადაჰყარა ფინალში, ისიც გვახსოვს“, პასუხობს _ „ბიძია ბაბუაც… მაგრამ დიდი ამბავი… უღირსებისგან დაისაჯა.. ისეთებისგან, ცოტნე დადიანს, ძვალ-რბილს რომ გაუერთიანებდნენ თაფლისწასმისთვის!!! და, მაინც, ღირდა!!! მე ზიდანის ფანი ვარ და მატერაცისნაირ გამარჯვებულს, ჩემი გმირი ზიდანი მირჩევნია!“