უბედური შემთხვევა მოხდა ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში. სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა.
შსს ინფორმაციით, გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. უწყების განმარტებით, პირველადი დათვალიერებით ცხედრებს დაზიანებები არ აღენიშნება.