25 დეკემბრის დღის მეორე ნახევრიდან გამოიდარებს. ამის შესახებ „გურია ნიუსს“ გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური სამმართველოს უფროსმა, სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა.
„ნალექიანი ამინდი 25 დეკემბრის დღის პირველი ნახევრის ჩათვლით ნარჩუნდება. მაღალ მთაში მოსალოდნელია თოვა. 24 და 25 დეკემბერს კი ქარი გაძლიერდება, როგორც დაბლობში ასევე ბარში, მაღალ მთაში მოსალოდნელია ქარბუქი, ზღვაზე კი შტორმია შესაძლებელი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში, ხვალ +8 +13 გრადუსი იქნება, ზეგ უკვე +3 +8 გრადუსი. აღმოსავლეთ საქართველოშიც +4 +9 გრადუსის ფარგლებშია ჰაერის ტემპერატურა მოსალოდნელი. 25 დეკემბრის დღის მეორე ნახევრიდან, უფრო კი, 26 დეკემბრის დილიდან გამოიდარებს“,_ამბობს ნიორაძე.