“თქვენო უწმინდესობავ, 40 წლის იუბილე, ჩვენთვის არის უდიდესი დღესასწაული. მინდა მთელი სულითა და გულით მოგილოცოთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღია. თქვენი პატრიარქობა, სულიერების თვალსაზრისით, ჩვენი ქვეყნისთვის უდიდესი ღვთის მადლია, ხოლო საერო თვალსაზირისით არის ჭეშმარიტად ისტორიული მოვლენა. უდიდესი მოწიწებით ვიხრი ქედს, თქვენი ღვაწლის წინაშე, ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ერის წინაშე და მინდა გისურვოთ დღეგრძელობა ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ. თქვენი პატრიარქობის პერიოდში აღორძინდა, განახლდა, აშენდა უამრავი ტაძარი, აღდგა სამონასტრო ცხოვრება და ეს არის უდიდესი დამსახურება თქვენი პირადად. თქვენი თითოეული შეგონება, თქვენი ქადაგების დროს, ჩვენს ერს კელაპტრად უნთია და თქვენ თქვენი პირადი მაგალითით ყოველთვის გვაძლევთ საფუძველს და ყოველთვის გვაძლევთ მაგალითს სათნოების და მიმტევებლობის. ეს არის ჩვენთვის, ყველასთვის, უდიდესი სიხარულის მომნიჭებელი. კიდევ ერთხელ მინდა მოგილოცოთ და გისურვოთ დღეგრძელობა და ჯანმრთელობა ჩვენი ერის, ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ეკლესიის გასაძლიერებლად და მრავალჟამიერ ჩვენი ერის გასამხნევებლად“, – განაცხადა პრემიერ მინიტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სვეტიცხოველში, პატრიარქის აღსაყდრებიდან 40 წლის იუბილესთან დაკავშირებული საზეიმო წირვის დასრულების შემდეგ.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved