დღეს და ხვალ დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ცივი და ნალექიანი ამინდი ნარჩუნდება, დედაქალაქში კი ძლიერი ქარი იქროლებს. ამის შესახებ „გურია ნიუსს“ გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურის უფროსმა, სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა.
„დღეს და ხვალ დასავლეთ საქართველოში ვინარჩუნებთ ცივ და ნალექიან ამინდს. მთაში და მაღალ მთაში ითოვებს. ასევე, მაღალ მთაში ქარბუქია მოსალოდნელი. აღმოსავლეთ საქართველოშიც ზოგან ნალექი იქნება, მთაში და მაღალ მთაში _ თოვლის სახით, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. დედაქალაქში უნალექო ამინდია მოსალოდნელი, თუმცა ხვალაც ძლიერი ქარი იქროლებს“.
მისივე თქმით, 27-იდან 30 დეკემბრის ჩათვლით უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
„27 დეკემბერს გამოიდარებს და უნალექო ამინდი 30 დეკემბრის ჩათვლით შენარჩუნდება. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში 20 გრადუსამდე მოიმატებს, აღმოსავლეთ საქართველოში კი 16 გრადუსამდეა მოსალოდნელი ტემპერატურის ზრდა. რაც შეეხება 31 დეკემბერს, დაბლობსა და მთაში ზოგან წვიმაა ნავარაუდევი, მაღალ მთაში კი თოვლი. ახალი წლის ღამეს თოვლს არ ველოდებით“, _ განაცხადა ნიორაძემ.