“გურია ნიუსის“ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში 31 დეკემბერს საახალწლო კონცერტი არ გაიმართება, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, ირაკლი სირაძე ამბობს, რომ კონცერტი ვერ ჩატარდება იმ მარტივი მიზეზი გამო, რომ შეიძლება 31 დეკემბერს გაწვიმდეს ან ცუდი ამინდი იყოს.
“ადრე თუ ახალი წლის ღამეს ცუდი ამინდი იქნებოდა, გვქონდა გეგმა ბ და კონცერტი თეატრის შენობაში გაიმართებოდა, მაგრამ ამ ეტაპზე იქ სარემონტო სამუშაოები მიმდინაროებს.
წლევანდელ კონცერტს რაც შეეხება, შეიძლება უამინდობის გამო ჩაიშალოს და ამხელა ხარჯი დარჩეს ტყუილად გაწეული.
ასევე, მინდა გითხრათ, რომ საჩუქრები გადაეცემა სოციალურად დაუცველებს, უფასო სასადილოში ჩატარდება ღონისძიება. ასევე, საჩუქრები გადაეცემათ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, ხანდაზმულთა სახლის და საოჯახო ტიპის სახლის ბენეფიციარებს. საჩუქრებს მიიღებენ საბავშვო ბაღის აღსაზრდელები,“ _ გვითხრა ირაკლი სირაძემ.