მესტიის ცენტრში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, საკრებულოს დეპუტატი ჩაცხრილეს. ლომარ ნიგურიანს მისი საცხოვრებლის გვერდით მდებარე სახლიდან სავარაუდოდ მაშინ ესროლეს, როდესაც ის საკუთარი სახლის სახურავიდან თოვლს წმენდდა. ნიგურიანი თვითმმართველობის არჩევნებისას „ნაციონალური მოძრაობის” სიის პირველი ნომერი იყო.
არსებული ინფორმაციით მოკლულ ლომარ ნიგურიანს მესტიაში მცხოვრებმა პირმა ესროლა, რომელთანაც მას დაპირისპირება ჰქონდა.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით აღიძრა. წინასწარი ინფორმაციით სამართალდამცავებისთვის დამნაშავის ვინაობა ცნობილია.