ამ წუთებში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო-საფინანსო სამსახურში მიმდინარეობს საუბარი, თუ რა ფორმატით და სად აღინიშნება კალანდობა.
“კალანდობის აღნიშვნას ვაპირებთ. ზუსტად ახლა საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსთან ერთად გავდივარ ამ საკითხს. ის ღონისძიებები, რომელსაც ელოდება საზოგადოება, ყველა ჩატარდება. მოსახლეობას იმედებს არ გავუცრუებთ, შეიძლება სასწაულები ვერ გავაკეთოთ წელს, მაგრამ შევეცდებით, ყველაფერი კარგად ჩატარდეს“, _ გვითხრა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, ირაკლი სირაძემ.
ირაკლი სირაძის თქმით, 7 იანვარს,, ტრადიციულად „ალილოს“ მსვლელობა ჩატარდება.