პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წლიური ანგარიშის წარდგენისას, კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია პანკისის ხეობაში გახორციელებულ სპეცოპერაციას გამოახმაურა. მისი განმარტებით, ოპერაცია, რომელიც, რამდენიმე კვირის წინ ჩატარდა თბილისში, ასევე ეს, პანკისის ხეობის ოპერაციაც, ემსახურებოდა საფრთხეების განეიტრალებას.
,,ბუნებრივია, ასეთი მნიშვნელოვანი და განსაკუთრებით მგრძნობიარე თემებზე როდესაც იწყება სისხლის სამართლებრივი პროცედურები და მიმდინარეობს გამოძიება, დეტალებს შინაარსს და გამოძიების კონკრეტულ შედეგებს შევეხებით მოგვიანებით, როდესაც გვექნება დადასტურებული ინფორმაცია ფაქტების თაობაზე, შემაჯამებელი გადაწვეტილების დროს.
თუმცა, ერთი რამ შემიძლია ვთქვა, რომ დღეს პრევენციის თვალსაზრისით, მე მართლაც განსაკუთრებულად მიმაჩნია, რომ უსაფრთხოების სამსახური სხვა შესაბამის სამინისტროსთან და სამართალდამცავ ორგანიოებთან ერთად, მუშაობს ძალიან ეფექტურად. იმიტომ, რომ სააფრხეები, რომელს განეიტრალებას ემსახურებოდა, როგორც ის სპეცოპერაცია, რომელიც ჩატარდა რამდენიმე კვირის წინ თბილისში და ეს ღონისძიებაც, პრევენციის თვალსაზრისით არის მნიშვნელოვანი. როცა რეაგირება ხდება მაშინ და იმ ეტპზე, ვიდრე არის კონკრეტული დანაშაულებრივი ფაქტი გახორციელებული, ამიტომ პრევენციას ენიჭება მნიშვნელობა.
ამ სამსახურებს აქვს ნდობა ჩვენი მხრიდან და გამნსაკუთრებით დიდი მნიშნელობას ვანიჭებთ, ისინი მოქმედებდენ პრევენციის ეტაპზე.“ – განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.
ჟურნალისტის კითხვაზე ,,აღნიშნული საკითხები გავლილი იყო თუ არა ნდობის ჯგუფში“ ეკა ბესელიამ უპასუხა, რომ უსაფროების სამსახური პრევენციის ეტაპზე მუშაობს კოორდინირებულად.
,,ჩენ ვისაუბრეთ როგორც კონკრეტულ დეტალებზე, პრევენციებზე, მათ შორის საფრთხეებზე, რომელიც შესაძლო იყოს და ასევე, თავიდან არიდების მექანიზმებზე. ჩვენ ამ თემებზე ვისაუბრეთ დახურულ ფორმატში.
ძალიან ბევრიმ ინფორმაცია მივიღეთ ჩვენ, უსაფროების სამსახურის უფროსისგან, რომელიც ძალიან ღირებულია იმისათვის რომ დავინახოთ ჩვენი შემდგომი სტრატეგია, ასე რომ ამ სამსახურს აქვს ჩვენგან ნდობის მანდატი და პრევენციის ეტაპზე, ისინი მუშაობენ კოორდინირებულად სხვა უწყებებთან ერთად“, – აღნიშნა ეკა ბესელიამ.