ცნობილი რუმინელი კომპოზიტორი და მევიოლინე ჯორჯე ენესკუ აგრეთვე კარგი პიანისტიც იყო.
ერთხელ, როდესაც ენესკუ პარიზში ცხოვრობდა, მისმა ნაცნობმა, საკმაოდ უნიჭო მევიოლინემ, მიმართა თხოვნით, აკომპანემენტი გაეწია მისთვის კონცერტზე.
მცირე ყოყმანის შემდეგ ენესკუ დასთანხმდა. კონცერტზე მიმავალს გზაში შეხვდა თავისი მეგობარი, პიანისტი ვალტერ გიზეკინგი. ენესკუმ სიცილით მოუყვა მომავალ გამოსვლაზე და მოულოდნელად ჰკითხა:
– ყური დამიგდე, რა იქნება რომ შენც წამოხვიდე ჩემთან ერთად?
– საინტერესოა, რა უნდა გავაკეთო იქ?
– თუნდაც ის, რომ ნოტები გადამიფურცლო!
მეგობრები გაეშურნენ ერთად.
მეორე დღეს გაზეთში გამოქვეყნდა რეცენზია: “გუშინ უცნაური კონცერტის მოსმენა მოგვიხდა. ვისაც უნდა დაეკრა ვიოლინოზე, უკრავდა როიალზე. როიალზე შემსრულებელი ნოტებს ფურცლავდა. ხოლო ის, ვისაც საჭირო იყო ნოტები გადაეშალა, რატომღაც უკრავდა ვიოლინოზე”.