ჰოლივუდის ბრწყინვალე კინოვარსკვლავი გრეტა გარბო ერთხელ აშკარად უკმაყოფილო დარჩა თავისი ფოტოსურათით.
– ვერ გამიგია, რაშია საქმე, – საყვედურობდა ფოტოგრაფს ცნობილი მზეთუნახავი. – უკანასკნელად თქვენ ისე მშვენივრად გადამიღეთ სურათი, ახლა, კი, უბრალოდ, საკუთარ თავსაც არ ვგავარ. რა მოხდა, არ მეტყვით?
ოსტატის პასუხი ჭეშმარიტად ჯენტლმენის საკადრისი გახლდათ.
– ნუ დაივიწყებთ, ჩემო ღვთაებრივო, – მოკრძალებით შენიშნა მან. – რომ მაშინ მთელი 15 წლით ახალგაზრდა ვიყავი…