ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ფრაქცია “ქართული ოცნება – მწვანეები” შეიქმნა.
ფრაქციის თავმჯდომარე ალექსანდრე ყაჭეიშვილია. მოადგილე შოთა ჩხიკვაძე იქნება, ხოლო მდივანი _ დავით ტყეშელიაძე.
ჩოხატაურის საკრებულოში უკვე ფუნქციონირებს ფრაქცია “ქართული ოცნება”, რომელის ხელმძღვანელი ბექა გამდლიშვილია, ფრაქცია “ქართული ოცნება – კონსერვატორები” რომელსაც მაია გიორგაძე ხელმძღვანელობს და “ქართული ოცნება – მრეწველები”, რომელსაც თემურ ხუხუნაიშვილი უდგას სათავეში.