ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი კუჭავა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მყოფ ოპოზიციასთან თანამშრომლობისთვის მზად არის.
ამის შესახებ კუჭავამ საკრებულოს სხდომაზე განაცხადა, სადაც მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტი უნდა დაამტკიცონ.
ჩოხატაურის მერის თქმით, მზადაა განიხილოს და გაითვალისწინოს ყველა წინადადება, რომელიც იქნება საქმიანი და კონსტრუქციული:
_ თუ იქნება პოპულისტური შემოთავაზებები, ვიქნები შეუვალი და ეს მინდა იცოდეთ. სხვა შემთხვევაში, მზად ვარ თანამშრომლობისთვის, _ აღნიშნა ირაკლი კუჭავამ.