პროკურატურამ ქ.თბილისის 51-ე საჯარო სკოლასთან მომხდარ არასრულწლოვნების განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულ ორ არასრულწლოვანს – გ.ბ-ს და გ.ჯ-ს ბრალდება დაუზუსტა.
გამოძიებით დადგინდა, რომ 2017 წლის 1 დეკემბერს, დილის საათებში, ქ.თბილისის 51-ე საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეებს დ.ნ-ს, დ.ღ-ს და ამავე სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეებს ა.ს-ს და თ.ჩ-ს შორისსიტყვიერი შელაპარაკება მოხდა, რის გამოც მათ შორის ურთიერთობა დაიძაბა. ა.ს. დახმარებისთვის ნათესავს მ.კ-ს დაუკავშირდა. მ.კ. მეგობრებთან ერთად 51-ე საჯარო სკოლასთან მივიდა. სკოლასთან ასევეშეიკრიბნენ ა.ს-სთან და თ.ჩ-სთან დაპირისპირებული არასრულწლოვნები. დაპირისპირებულმა მხარეებმა ა.ხორავას ქუჩა 4-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის ეზოში გადაინაცვლეს, სადაც მოზარდებს შორისსიტყვიერი შელაპარაკება ჩხუბში გადაიზარდა. ჩხუბის დროს გ.ბ-მ და გ.ჯ-მ ჯგუფურად, განზრახ მოკვლის მიზნით, არასრულწლოვან დ.ს-ს სხეულის სხვადასხვა მიდამოში დანების გამოყენებით მრავლობითიჭრილობები მიაყენეს, რის შემდეგაც გ.ბ-მ განზრახ მოკვლის მიზნით, არასრულწლოვან ლ.დ-ს დანით ჭრილობები მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად ლ.დ. საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, ხოლოდ.ს. საავადმყოფოში გარდაიცვალა მეორე დღეს.
დაკავებულ არასრულწლოვნებს გ.ბ-ს და გ.ჯ-ს თავდაპირველად ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით წარედგინათ, ხოლო გამოძიების მიერ მოპოვებული დამატებითი მტკიცებულებების საფუძველზე 2017 წლის 27 დეკემბერს ბრალდებულებს ბრალი დაუზუსტდათ. გ.ბ-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორენაწილის „ბ” და „ე” ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ა” ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, ასევე ორი ან მეტი პირის მიმართ, ჩადენილი ჯგუფურად), ხოლო გ.ჯ-ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ” და „ე” ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, ჩადენილი ჯგუფურად) წარედგინათ.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიებას აწარმოებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.