ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტში ახალი პროგრამა ჩაიდო _ ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის ფინანაური დახმარება.
ამ მუხლში 5000 ლარია გათვალისწინებული და როგორც მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი კუჭავამ აღნიშნა, დახმარება განკუთვნილია, როგორც ქალბატონებისთვის, ასევე, მამაკაცებისთვის.
“ოჯახში ძალადობის მსხვერპლნი არიან როგორც ქალები, ასევე, კაცები. ჩვენ არ ვარღვევთ გენდერულ ბალანსს და ეს თანხა განკუთვნილია ყველასთვის. იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ოჯახური ძალადობის მსხვერპლნი იქნებიან”, _ აღნიშნა ირაკლი კუჭავამ საკრებულოს სხდომაზე.