ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ზაალ მამალაძემ საკრებულოს სხდომაზე, რომელიც ამ წუთებში მიმდინარეობს, მერიის სამსახურებს სთხოვა 2000 კვ.მ. მიწის ფართი გამოყონ სადაც სანერგე მეურნეობა გაკეთდება:
_ ეს არის აუცილებელი და მნიშვნელოვანი საქმე მუნიციპალიტეტისთვის. მოვძებნოთ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 2000 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, რომელიც ჩვენს ბალანსზე იქნება და სადაც მოეწყობა სანერგე მეურნეობა.
აქ გამოყვანილი ნერგები მუნიციპალიტეტის გამწვანებას მოხმარდება. კეთილმოწყობის სამსახურში 5 ადამიანი მუშაობს გამწვანების კუთხით და ჩვენ შეგვიძლია, გვქონდეს ჩვენი სანერგე მეურნეობა, _ მიმართა ზაალ მამალაძემ მერიის წარმომადგენლებს.