განახლებული სკვერი, დაბის იერსახე, ბაზრის მიმდებარე ტერიტორია, ფარცხმის ტყე-პარკის აღდგენა – ეს ის ადგილებია, რომელთა მოწესრიგებისთვის საპროექტო სამუშაოებზე კონკურსი მომავალ წელს გამოცხადდება. იდეის ავტორი საკრებულოს თავმჯდომარე ზაალ მამალაძეა, რომლის თქმით, მუნიციპალიტეტში ჩამოსულ ტურისტს ჩოხატაურის იერსახე მოწესრიგებული უნდა დახვდეს.
მამალაძემ ამის შესახებ საკრებულოს სხდომაზე, რომელსაც მაჟორიტარი დეპუტატი ნინო წილოსანიც ესწრება, ვრცლად ისაუბრა.
– აქ ჩამოსულ ტურისტს კიდევ მოსვლის სურვილი უნდა გაუჩნდეს და მიხარია, რომ იერსახის მოწესრიგებისთვის ბიუჯეტში, ერთხელ და სამუდამოდ, ჩაისვა თანხა, – აღნიშნა ზაალ მამალაძემ.