მსოფლიოს ყველაზე დიდ მდინარეს, ნილოსს, საფრთხე ემუქრება. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მაუწყებლის ცნობით, მდინარე ნილოსი დაბინძურებულია, კლიმატის ცვლილებების შედეგად კი მისი კალაპოტი შესაძლოა დავიწროვდეს.
გარდა ამისა, არსებობს შიშიც რომ, წყლის დონის დაწევამ რეგიონალური კონფლიქტი წარმოშვას.
გავრცელებული ცნობით, ყველაზე პრობლემური ნაწილი ის ტერიტორიაა, სადაც 1500 მეტრის სიმაღლის კასკადი მდებარეობს.