ამ წუთებში ხმაური იყო ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში.
ქალმა, რომელსაც შეზღუდული აქვს დედის უფლებები, შენიშნა შვილი, რომელიც მინდობით აღზრდაში იმყოფება და მოინდომა აღმზრდელი მშობლისთვის მისი წართმევა, რასაც მინდობით აღმზრდელ მშობელთან დაპირისპირება მოჰყვა.
ადგილზე მოვიდა სოციალური მუშაკი ნინო სალუქვაძე, რომელიც ამბობს, რომ აღნიშნულ საკითხზე ინფორმაციის გაცემა არ შეუძლია.
ის ბავშვის ბიოლოგიურ და აღმზრდელ მშობელთან ერთად საკრებულოს ერთ-ერთ ოთახში იმყოფება.