ქალაქ ოზურგეთის, აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე საახალწლო ბაზრობა ტრადიციულად იმართება. წინა წლებისგან განსხვავებით, წელს გურიის ქუჩა, სადაც ბაზრობაა, გადაკეტილი არ არის.
“ოზურგეთის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ საახალწლო ბაზრობასთან საავტომობილო გზის გადაკეტვა ამ ეტაპისთვის არ იგეგმება. ჯერჯერობით, გადაადგილების მხრივ შეფერხებები არ არის. თუ გაჩნდება პრობლემა და იქნება მოთხოვნა, გზა იმ შემთხვევაში გადაიკეტება“, _ ამბობს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ოსიკო თოთიბაძე.