ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კურორტ ბახმაროში გერმანელი ტურისტი დაშავდა.
როგორც გვითხრეს ტურისტი სრიალის დროს დაიმტვრა და სავარაუდოდ, ფეხი მოიტეხა.
დაშავებული ამ წუთებში სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანით ჩოხატაურის საავადმყოფოში გადმოჰყავთ.
შეგახსენებთ, რომ კურორტ ბახმაროში ამ დროისთვის 50-მდე ტურისტი იმყოფება.
კურორტზე 3 მეტრზე დიდი თოვლია და იქ ასვლა მხოლოდ სპეციალური ტრანსპორტითაა შესაძლებელი.