გუშინ, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კურორტ ბახმაროში, სრიალის დროს გერმანელი ტურისტი დაშავდა, რომელიც სასწრაფო დახმარების ავტომანქანით ჩოხატაურის საავადმყოფოში გადმოიყვანეს. ექიმების თქმით, მას ორივე წვივი ჰქონდა მოტეხილი.
ტურისტმა, რომელიც საავადმყოფოში გურიის გუბერნატორმა მერაბ ჭანუყვაძემც მოინახულა, ოპერაციის გასაკეთებლად გერმანიაში გადაფრენა მოითხოვა.
ჩოხატაურში, მისი თბილისამდე ტრასპორტირებისთვის რეფერალური დახმარების ავტომობილი გამოიძახეს, რომელმაც დაშავებული ტურისტი გვიან ღამით წაიყვანა.
როგორც გვითხრეს, დაახლოებით 23 საათზე, ხაშურთან, რეფერალური დახმარების ავტომობილი ავარიაში მოჰყვა.
ჩვენი ინფორმაციით ექიმებმა მცირე დაზიანება მიიღეს. ]
ბახმაროში მიღებული დაზიანებების გარდა, მსუბუქი დაზიანება დაემატა გერმანელ ტურისტსაც, რომლის სიცოცხლეს, ექიმების თქმით საფრთხე არ ემუქრება.