უბედური შემთხვევა მოხდა ბათუმში. დღეს, გამთენიისას, ლერმონტოვის 103 ნომერში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მეცხრე სართულიდან მამაკაცი გადმოვარდა და გარდაიცვალა. სასწრაფო დახმარების სამსახურის ცნობით, იგი 1973 წელს არის დაბადებული.
“დაახლოებით დილის შვიდ საათზე იყო გამოძახება. ჩვენს ბრიგადას მამაკაცი გარდაცვლილი დახვდა. სიმაღლიდან გადმოვარდა, როგორც მეზობლები ამბობდნენ, მეცხრე სართულიდან. მიზეზები ჩვენთვის უცნობია, ამდენად, ვერ გეტყვით ეს იყო უბედური შემთხვევა, სუიციდი თუ სხვა რამ”,- განაცხადა პირველ არხთან ბათუმის სასწრაფო დახმმარების სადგურის უფროსის მოადგილემ ბადრი პაქსაძემ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება. საქმე სს კოდექსის 115-ე მუხლით აღიძრა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.