ალპინისტებს თანმხლები პირებისა და გიდის გარეშე ევერესტზე ასვლა აეკრძალებათ. აღნიშნულ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
მთაზე ასვლა და სკალირება ასევე აეკრძალებათ რომელიმე კიდურის არ მქონე და ბრმა მთამსვლელებს. აღნიშნული აკრძალვა არ შეეხება მათ, ვინც სამედიცინო დასკვნას წარადგენს.
მაუწყებლის ინფორმაციით, აღნიშნული აკრძალვები ნეპალის ხელისუფლებამ დააწესა და ძალაში 2018 წლის გაზაფხულის სეზონიდან შევა.
ტურისტულ დეპარტამენტში იმედოვნებენ, რომ ნეპალის მთის გიდების დასაქმება უფრო მეტ სამუშაო ადგილს შექმნის.
როგორც ცნობილია, 2017 წელს ევერესტზე 6 მთამსვლელი დაიღუპა. 1920 წლის შემდეგ კი, მთაზე სიცოცხლე 300-ზე მეტმა ადამიანმა დაასრულა.