ორთაჭალაში სროლის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი დაიჭრა.
ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმაციით, ბერძნის ქუჩაზე გვიან ღამით დაახლოებით 7 გასროლის ხმა გაიგონეს, რის შემდეგაც ნახეს, რომ სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ერთი პირი საავადმყოფოში გადაიყვანა.
როგორც „გურია ნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარის ირგვლივ გამოძიება მიმდინარეობს.
„მომხდარის ირგვლივ მიმდინარეობს გამოძიება 19-108 მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას ითვალისწინებს“, _ ამბობენ შსს-ში.