სანდრო გირგვლიანის საქმეზე საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა, თუმცა ამნისტიის შედეგად, სასჯელის რაოდენობა სამ წალმდე შემცირდა. გამამტყუნებელი განაჩენი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, გიორგი არევაძემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
სანდრო გირგვლიანის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის ბრალდების საქმის სასამართლო განხილვა 3 იანვარს დასრულდა და მოსამართლე გიორგი არევაძე განაჩენის გამოსატანად, სათათბიროდ გავიდა.
აღნიშნულ საქმეზე სასამართლო პროცესები რამდენიმე წელია მიმდინარეობს. საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს სანდრო გირგვლიანის საქმეზე გასამართლებული პირების შეწყალებას ედავებიან.
1tv.ge