მიხეილ სააკაშვილი დღეს გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„გაზპრომის“ ყველაზე მსხვილი კერძო აქციონერის, ივანიშვილის სრული კონტროლის ქვეშ მყოფი ქართული სასამართლოს „განაჩენი“ ჩემს წინააღმდეგ არის სრულიად უკანონო და ეწინააღმდეგება ყველა საერთაშორისო, ეროვნულ ნორმასა და საღ აზრს.
შეწყალების შეუზღუდავი უფლების გამოყენებისთვის პრეზიდენტის გასამართლება მიუთითებს ამ პროცესის პოლიტიკურ ხასიათზე და იმაზე, რომ 5 წლის განმავლობაში ქართულმა ხელისუფლებამ ვერაფერი ხელშესახები ვერ აღმოაჩინა: არც კორუფციის ფაქტები, არც სხვა სამართალდარღვევები.
მაგრამ ეს „განაჩენი“, ისევე, როგორც კიევში მიმდინარე პარალელური პროცესი, მეტყველებს იმაზე, რომ საქართველოსა და უკრაინაში ხელისუფლებაში მოსული ოლიგარქები სინქრონულად და კოორდინირებულად მოქმედებენ ჩემ წინააღმდეგ, როგორც კორუფციასთან, ოლიგარქთან და ხალხის ძარცვასთან მებრძოლთან.
ის, რომ ამ წლების მანძილზე ვლადიმერ პუტინი ქართველი და უკრაინელი ხელისუფლებისგან ჩემს წინააღმდეგ ამ რეპრესიული ზომების მიღებას ითხოვდა, არავისთვისაა საიდუმლო. მან ეს კიდევ ერთხელ ბოლო პრესკონფერენციაზე გაიმეორა. ჩემთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევამდე რამდენიმე დღით ადრე, გასული წლის ზაფხულში პოროშენკოსა და ივანიშვილს შორის საქართველოში შედა შეხვედრა. შეხედრის მთავარი საკითხი ჩემი ნეიტრალიზაციისთვის ზომების მიღება იყო, ისევე როგორც ჩემი ინფორმაციით, 29 დეკემბერს, პოროშენკო-პუტინის სატელეფონო საუბრისას. პოსტსაბჭოთა ოლიგარქებთან პუტინთან, პოროშენკოსთან და ივანიშვილთან ერთად, რაც არ უნდა გააკეთონ ჩემს წინააღმდეგ, ჩემი ბრძოლა ბოლომდე გაგრძელდება ჩვენი ერების ოლიგარქებზე, კორუფციაზე, სიღარიბეზე და ადამიანების დამცირებაზე გამარჯვებამდე”, _ წერს მიხეილ სააკაშვილი.