ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის დავით დარჩიას განცხადებაზე, რომელიც ის ოზურგეთის მერს პოლიტიკურ სპეკულაციას და საკრებულოს დისკრედიტაციაში ადანაშაულებდა და რომელიც საკრებულოს თანამშრომელთა პრემიები არ გაცემაზე მერის უარს ეხებოდა, პირველ კომენტარს აკეთებს კონტანტინე შარაშენიძე.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი ამბობს, რომ მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მიერ მისი დადანაშაულება საკრებულოს დისკრედიტაციასა და პულიტიკურ სპეკულაციაში უსაფუძვლოა.
“2017 წლის 28 დეკემბერს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ოზურგეთის მერიას მომართა წერილით ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით, საკრებულოს აპარატში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირების, თანამდებობის პირებისა და აპარატის პროფესიული საჯარო მოხელეთა მიერ ზეგანაკვეთური სამუშაოების არასამუშაო, ღამის საათებში, დასვენებისა და უქმე დღეებში შესრულებისათვის, საკრებულოში დასაქმებულ ყველა თანამშრომელზე დანამატის გაცემის შესახებ.
გამომდინარე იქედან, რომ ეჭვს იწვევდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ყველა თანამშრომლის მიერ 2017 წლის 27 ნოემბრიდან ერთი თვის ვადაში ზეგანაკვეთური სამუშაოების შესრულება, ასევე ღამის საათებში, დასვენების და უქმე დღეებში საქმიანობას, მოხდა სიტყვიერი შეთანხმება საკრებულოს აპარატის უფროსთან, რომელსაც ჩვენთვის უნდა მოეწოდებინა მხოლოდ იმ თანამშრომელთა სახელობითი სია, რომლებმაც იმუშავეს ღამის საათებსა და არასამუშაო დღეებში.
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 58-ე მუხლის შესაბამისად ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მოხელეებზე სახელფასო დანამატი შეიძლება გაიცეს ზემდგომი თანამდებობის პირის დავალებით შესრულებული ზეგანაკვეთური სამუშაოს შესაბამისად, ასევე ღამის საათებში, დასვენების და უქმე დღეს საქმიანობის გამო.
აქვე გაცნობებთ, რომ ჩვენ მიერ დანამატის გაცემა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის 18 თანამშრომელზე ეფუძნებოდა ზემოაღნიშნული კანონის საფუძველს, შესაბამისად, სამართლიანად მივიჩნიეთ იგივე პრინციპი გავრცელებულიყო საკრებულოს თანამშრომლების მიმართაც” _ აღნიშნულია შარაშენიძის მიერ “გურია ნიუსისთვის” გამოგზავნილ კომენტარში.
ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია კი ამბობს, რომ საკრებულოს თანამშრომლების გამოყოფა, მისი მხრიდან სწორი არ იქნებოდა:
“მედიით გავრცელებული ინფორმაციისა და მერის 2017 წლის 27 დეკემბრის ბრძანების თანახმად, მერიის 18 თანამშრომელზე გაიცა სახლფასო დანამატი თანამდებობრივი სარგოს 100 %-ის ოდენობით.
აღნიშნული საზოგადოებისთვის ცხადყოფს რეალურ ვითარებას. ასევე, ნათელს ფენს ერთ-ერთი მედიასაშაულებით გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, ინიციატორი ვიყავი თანამშრომლებისთვის სახელფასო დანამატების გაცემის, ხოლო მუნიციპალიტეტის მერი წინააღმდეგი.
ვფიქრობ, ადგილი აქვს პოლიტიკურ სპეკულაციას და საკრებულოს დისკრედიტაციას.
მე ჩავთვალე საჭიროდ და დღესაც მივიჩნევ, რომ საკრებულო იმსახურებს სახლეფასო დანამტს თანამდებობრივი სარგოს 63 %-ის ოდენობით.
ბოლო ერთი თვის განმავლობაში ჩატარდა საკრებულოს, კომისიების, ფრაქციების, ბიუროს 50-ამდე სხდომა. განხილული იქნა 70-მდე საკითხი.
საკრებულოს აპარატმა სრულად უზრუნველყო სხდომების გამართული ჩატარება. მოგეხსენებათ, საკრებულომ საქმინობის გამჭვირვალეობის მიმართულებით საქართველოში პირველი ადგილი დაიკავა, ეს გახლავთ სწორედ მაღალი პროფესიული კადრებით დაკომპლექტებული აპარატის კარგი მუშაობის შედეგი.
აქვე თანამშრომლები ჩართული იყვნენ იმ მნიშვნელოვან პროცესში, რომელიც ორი მუნიციპალიტეტის შერწყმას, ქონების აღწერასა და გადაცემას გულისხმობს.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე დღესაც მიმაჩნია, რომ საკრებულოს თანამშრომლების გამოყოფა, რასაც საჯაროდ გაკეთებული განცხადებით ითხოვს მუნიციპალიტეტის მერი, ჩემის მხრიდან იქნებოდა ყველა ამ საქმინობის არ დანახვა და მართებულად ვერ შეფასება. აქვე დავძენ, საკრებულოს და ბიუროს არც ერთ წარმომადგენელს სახელფასო დანამატი არ მიუღიათ,” _ აცხადებს დავით დარჩია ჩვენთან საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მიერ პრემიების გაცემის თემა და პრემირებული მოხელეების ვინაობა მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც “გურია ნიუსმა” ოზურგეთის მერიიდან კონტანტინე შარაშენიძის მიერ გამოცემული ბრძანებები გამოითხოვა.
თუმცა, ბრძანებების მიღებამდე, გასული წლის 30 დეკემბერს შარაშენიძე “გურია ნიუსის” კორესპონდენტთან საუბრისას ამბობდა, რომ პრემიები გაცემული არ ჰქონდა:
“ვინც დაიმსახურა, იმათ აუცილებლად მივცემთ დანამატს. 18 ადამიანი მიიღებს დანამატს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში” _ ამბობდა შარაშენიძე მაშინ, როცა პრემიები უკვე დარიგებული ჰქონდა (მერიის საფინანსო სამსახურის უფროსი კი ამბობდა, რომ პრემიები საერთოდ არ დარიგდებოდა, მაშინ როცა თავად მიღებული აქვს).
აღსანიშნავია, რომ შარაშენიძემ მაშინ საკრებულოს თანამშრომელთა პრემირებაზეც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ საკრებულოდან სიას ელოდებოდა.
ამავე დროს, კეთდებოდა განცხადებები, რომ პრემია-დანამატების გაცემი ინიციატორი გაცემის ინიციატორი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია იყო, რომელსაც საკრებულო აპარატის ყველა თანამშრომლისთვის სურდა მიეცა პრემია-დანამატი, რაზეც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი თანახმა არ იყო.
არადა, როგორც აღმოჩნდა, შარაშენიძეს პრემიები უკვე გაცემული ჰქონდა და უფრო მეტიც, მისთვის ცნობილი იყო საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებაც თანამშრომელთა პრემირების შესახებ.
ამავე თემაზე იხილეთ: ოზურგეთის საკრებულოს თანამშრომელი: “ვიღაცამ რაღაცას ხომ უნდა მიაქციოს ყურადღება?
ვის და რატომ მისცა ოზურგეთის ახალარჩეულმა მერმა პრემია (სრული სია)