„გალფის თასი“ გამარჯვებული „ომანი“ გახდა. აღნიშნულ ინფორმაციას EUROSPORT ავრცელებს.
როგორც ცნობილია, გუნდმა „გაერთიანებული არაბეთის საემიროებთან“ გამარჯვების მოპოვება დამატებით დანიშნული პენალტების შედეგად შეძლო.
გავრცელებული ინფორმაციით, „ომანის“ გულშემატკივრები გამარჯვებას ზეიმობდნენ, როდესაც სტადიონზე დამონტაჟებულ შუშის ტრიბუნის ბარიერი ჩამოინგრა.
ქუვეითის ფეხბურთის ასოციაციის განცხადებით, დაახლოებით 40 ადამიანი მცირე დაზიანებებით საავადმყოფოშია გადაყვანილი.