ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაბუმეში მამაკაცმა ცოლ-შვილი ცივი იარაღით დაჭრა. დაჭრის შედეგად შვილი დაიღუპა.
როგორც „გურია ნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, პოლიციამ ეჭვმიტანილი ცხელ კვალზე დააკავა.
„შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამ ფაქტზე ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა. გამოძიება 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას ითვალისწინებს“, _ ამბობენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.
როგორც ცნობილია, შემთხვევა სოფელ ხაბუმეში გუშინ მოხდა.