,,დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში მართლმსაჯულების სისტემა რჩება იმ აქილევსის ქუსლად, რომელიც პრობლემად თანდევს, ფაქტობრივად, ყველა ხელისუფლებას“, _ ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამერთლე წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე ანა დოლიძის დასახელებისას განაცხადა.
„დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში მართლმსაჯულების სისტემა რჩება იმ აქილევსის ქუსლად, რომელიც პრობლემად თანზდევს, ფაქტობრივად, ყველა ხელისუფლებას. 2012 წლის ხელისუფლების ცვლილების დროს ყველას ჰქონდა მოლოდინი, რომ მართლმსაჯულების სისტემა თვისობრივად გაუმჯობესდებოდა, თუმცა თვისობრივად შეიძლება ითქვას რომ საზოგადოების ნდობა ზოგადად მართლმსაჯულების მიმართ სამწუხაროდ ბევრ კითხვას ვერ პასუხობს, არადა, დამოუკიდებელი სასამართლო არის ერთ-ერთი მთავარი ფუნდამენტი ჩვენი სახელმწიფოებრიობის ის არა მარტო უზრუნველყოფს ჩვენი მოქალაქეების სამართლებრივ დაცულობას არამედ არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გარანტი ჩვენი სახელმწიფოს ბალანსისა და გაწონასწორების მექანიზმების , ანუ დემოკრატიული სახელმწიფოს და სამართლებრივი სახელმწიფოს ეფექტური ფუნქციონირების“, _ განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.