ხუთი წონითი კატეგორიის ფინალური ბლოკით დასრულდა დიღომში მდებარე „ახალი თბილისის “ დარბაზში მიმდინარე საქართველოს ჩემპიონატი ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში, სადაც 60 კგ წონით კატეგორიაში ახალგაზრდებს შორის გამარჯვება მსოფლიოს ჩემპიონმა, ოზურგეთელმა დავით ჩხარტიშვილმა მოიპოვა.
ოზურგეთელმა ფალავანმა რამაზ სურმანიძესთან, რომელიც ამ ტურნირზე აჭარას წარმოადგენდა, 8-0 დაწინაურება და შესაბამისად, გამარჯვება ერთ წუთსა და 42 წამში შეძლო. დავით ჩხარტიშვილმა ამ მოგებით შარშანდელი ვერცხლის მედალი ოქროთი გააუმჯობესა და საქართველოს ჩემპიონის ტიტულს პირველად დაეუფლა.