ევროკავშირი პასუხისმგებელია საზოგადოების იმედგაცრუებაზე. აღნიშნული განცხადება EURONEWS-ის ინფორმაციით, პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ გააკეთა.
„ევროპულმა ინსტიტუტებმა უნდა აიღონ თავიანთი პასუხისმგებლობა საზოგადოების იმედგაცრუებაზე და გაითვალისწინონ შეცდომები.
ევროკავშირის ინსტიტუტების ამოცანაა შექმნას ჰარმონიული ევროპული პოლიტიკა მაგრამ არა ევროპული ერების დაყოფა და დაპირისპირება“, _განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა.
მან ასევე უცხოელ ელჩებს განუცხადა, რომ ევროკავშირის ინსტიტუტები წევრი ქვეყნების საჭიროებების მიმართ ყრუები არიან. ის ასევე ბრექსიტსა და ზოგიერთ ქვეყანაში ჩატარებულ ბოლო დროინდელ არჩევნებს შეეხო.