დღეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართა, რომელზეც 2018 წლის ბიუჯეტი მიიღეს. რის შემდეგაც სიტყვა ითხოვა ყოფილი მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ყოფილმა უფროსმა ბესიკ მელუამ, რომელმაც თავდაპირველად ასკანის დეპუტატს ლევან ნინიძეს მიულოცა პროექტ “ნიჭიერში” წარმატება. შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებს მიმართა. მელუამ ახალ მერს წარმატებები უსურვა და აღნიშნა, რომ ერთხმად, ოპონენტების მხარდაჭერით დამტკიცდა ოზურგეთის 2018 წლის ბიუჯეტი.
“გული მწყდება კი, რა თქმა უნდა, ეს მერის გადასაწყვეტია, ჩართოს თუ არა მობილობაში ქალაქის მერიის თანამშრომლები.
ბესიკ მელუამ ოზურგეთის მერიის იურისტს ლაშა თავაძეს მიმართა, რომ ის არასწორად იბარებს ა(ა)იპ-ბის ხელმძღვანელებს და სთხოვს მათ განცხადებების დაწერას. რაზეც თავაძემ უპასუხა, რომ ეს სამსახურია და მეგობრულად, საქმე ქუჩაში უნდა განიხილონ.
“ინფორმაციებს, ვინ სად დაინიშნა, ვიგებთ მედიის საშუალებით. მერმა შემომთავაზა, რომ დავრჩენილიყავი და მემუშავა, თუმცა რანგის ქვემოთ, რაზეც უარი განვაცხადე”, _ თქვა მელუამ.მელუას თქმით, მას საჯარო სამსახურის ბიუროდან აქვს წერილი, რის თანახმადაც, ის მობილობის წესით არის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი. რაზეც ოზურგეთის მერმა კოტე შარაშენიძემ რეპლიკით უპასუხა: _ “კი ყოფილხარ უფროსი და რაღას აწუხებთ ამ ხალხს! ხო და ყოფილხარ და იყავი!
ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილემ მარიკა ჩხიკვიშვილმა ლაშა თავაძეს განმარტება მოსთხოვა მელუას საქმესთან დაკავშირებით, რაზეც მან პასუხი ვერ მიიღო.