The Guardian-მა თბილისი 2018 წელს შვებულების გასატარებელ საუკეთესო ქალაქებს შორის დაასახელა.
„თბილისის საკვების რევოლუცია 2011 წელს დაიწყო, როდესაც მზარეულმა მერიკო გუბელაძემ გახსნა რესტორანი „შავი ლომი“. ახლა ქალაქს თანამედროვე კულტურის მიღების კვალი ემჩნევა, რამაც ქალაქისთვის რეპუტაციის მოპოვებაში დიდი როლი შეასრულა.
ღამის სცენის მახასიათებლებია ტექნო კლუბები „ბასიანი“ და „ხიდი“, რომლებიც ბოლო წლებში გაიხსნა, ისევე როგორც ლგბტ-მეგობრული კაფე „გალერეა“.
ახალი გალერეები, როგორიცაა პროექტი ArtBeat, რომელიც 2017 წელს გაიხსნა და ახალგაზრდა მხატვრებს თავისუფალ სივრცეს აძლევს.
2016 წელს ფაბრიკა ჰოსტელი გაიხსნა, უზარმაზარი ეზოთი, რომელიც გარშემორტყმულია ბარებით და მაღაზიებით.
გასულ წელს საქართველოს ავიახაზებმა პირდაპირი რეისები დაიწყო Gatwick-იდან. ეს ჯერ კიდევ ნაწლია ამ დინამიურ ქალაქში მოგზაურობისას“, _ წერს The Guardian-ი.