წონაში დაკლების მსურველებმა უნდა დაიცვან ისეთი დიეტა, რომელიც არ დაუქვეითებს იმუნიტეტს.ის უნდა შეიცავდეს ძირითადად ცილებით მდიდარ პროდუქტს, ამინმჟავებს, რომლებიც იწვევს იმუნოგლობულინის სინთეზს. მთავარია, არ იშიმშილოთ, პირიქით, გაიმრავალფეროვნეთ მენიუ, ვიტამინებითა და მინერალებით (სელენით, კალციუმით, თუთიითა და ქრომით) მდიდარი პროდუქტები აუცილებლად უნდა შეიცავდეს ცილებს, ცხიმებსა და რთულ ნახშირწყლებს. სვით მცენარეული ნახარშები და მწვანე ჩაი, მიირთვით ანტივირუსული, ფიტონციდებით მდიდარი ნიორი, კომბოსტო, რომელიც წმენდს ორგანიზმსა და ამაღლებს იმუნიტეტს, ანტიოქსიდანტი E ვიტამინით მდიდარი კაკალი, რომელიც იმუნურ უჯრედებს იცავს თავისუფალი რადიკალებისგან, ცხოველური ცხიმებით მდიდარი ყველი და თევზი, რომლებიც არეგულირებს ჰორმონულ ბალანსს და განაახლებს ქსოვილებს.
მაგალითად, 100გ ყველი დაახლოებით 23%-ით მეტ კალციუმს შეიცავს, ვიდრე რძე. თან მდიდარია მცენარეული ცილებით, ბიოტინით, B ჯგუფის ვიტამინებითა და E ვიტამინით.
ალტერნატივაა: სოიის რძე, შვრიის ბურბუშელა, კვერცხის გული და ქამა სოკო.
ბროკოლი შეიცავს იმუნიტეტისთვის მნიშვნელოვან ნივთიერებას – გლუტანიონს.
ალტერნატივა: ყველა მწვანე და მოწითალო – ნარინჯისფერი ხილი და ბოსტნეული, კაკალი.
კეფირი მნიშვნელოვნად ამცირებს გაცივებით გამოწვეული დაავადებების განვითარების რისკს, რისთვისაც საკმარისია დღეში 100გ ბიოკეფირი ან “ცოცხალი” იოგურტი. რძემჟავას ბაქტერიები აწესრიგებენ კუჭ-ნაწლავის მიკროფლორას და აძლიერებს ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარს.
ალტერნატივა: რძის ყველა პროდუქტი, ხაჭო.
ცხიმმჟავა ომეგა 3-ს აქვს ანთებსაწინააღმდეგო თვისება, ავადმყოფობის შემდეგ სწრაფად ამაღლებს იმუნიტეტს. ომეგა-3-ით მდიდარია თევზები: ორაგული, ქაშაყი, სკუმბრია, სარდინი, ანჩოუსი.
ალტერნატივა: სელის, გოგრისა და ზეითუნის ზეთი. ბალასტური ნივთიერებები, რომელსაც უხეშად დაფქული ხორბლის პური შეიცავს, ენერგიას მატებს ორგანიზმს, ააქტიურებს ნივთიერებათა ცვლას, გამოდევნის ორგანიზმიდან ტოქსინებს.
ალტერნატივა: მზესუმზირის თესლი და კაკალი.