ხაშურში სკოლის ორი მოსწავლე დაჭრეს. ინცინდენტის შედეგად სულ 4 ახალგაზრდა დაშავდა. ორი მათგანი ოსიაურის საჯარო სკოლის მე-12 კლასელები არიან.
გავრცელებული ინფორმაციით, ერთერთ რესტორანში ჩხუბი მოხდა. არასრულწლოვნები ხაშურის ცენტრალურ კლინიკაში არინ გადაყვანილი.
ერთ-ერთ დაჭრილს ოპერაცია ჩაუტარდა, მუცელში შემავალი ჭრილობის გამო.
ამ დროისთვის არ კონკრეტდება დაპირისპირების და კონფლიქტის გამომწვევი მიზეზი. ასევე, თვითმხილველები არ საუბრობენ, იცნობენ თუ არა იმ პირს, რომელმაც სკოლის მოსწავლეები დაჭრა.
მომხდარს ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით აღიძრა, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, საქმეზე ჯერჯერობით არავინ დაუკავებიათ.